იყიდება შატო / ღვინის ქარხანა / მარანი კომერციული ფართი ახმეტაში

ID 16384 23.10.2026 11122
ფასი შეთანხმებით
ფართობი 6500 მ²
ნომრების რაოდენობა 14
ეზოს ფართობი 25000 მ²
მდგომარეობა ძველი გარემონტებული
სასაწყობე სივრცე 4500 მ²
საუნა
სველი წერტილი 20
აივანი - ვერანდა 100 მ²
სამზარეულოს სივრცე 60 მ²
კაბინეტი რამდენიმე
სართული/სულ 2
პარკირება ეზოს გასწვრივ და ეზოში
პერსონის რაოდენობა 30
უძრავი ქონების სტატუსი ახალი აშენებული
ოფისის შენობა
მისაღები სივრცე 100 მ²
დამოუკიდებელი შენობა
უძრავი ქონების დანიშნულება შატო / ღვინის ქარხანა / მარანი

მახასიათებლები

  • დანადგარების აღჭურვილობა - რესტორნის სრული აღჭურვილობა
  • ტექნიკა
  • კეთილმოწყობილი ეზო
  • ოთახი პერსონალისთვის
  • კანალიზაცია
  • ავეჯი
  • ბუნებრივი აირი
  • გათბობა-კონდენცირება
  • ინტერნეტი
  • სავენტილიაციო სისტემა
  • სატვირთოს მიმღები
  • წყალმომარაგება - სახელმწიფო
  • დამოუკიდებელი შესასვლელი
  • ელ. ენერგია
  • ხმაურის იზოლაცია
  • სამფაზიანი ძაბვა
  • ტრანსფორმატორი - 500 კვტ
  • ჭერის სიმაღლე - 3 - 6 მ
  • შემოღობილი ტერიტორია
  • დაცვის ოთახი
  • არასასოფლო - სამეურნეო
  • გამწვანებული სივრცე

დამატებითი ინფორმაცია

🏛 ახმეტის არქიტექტურული მარგალიტი — ძველი ქარხნის კომპლექსი, რომელიც ახალ სიცოცხლეს ელის...


ქალაქ ახმეტის გულში, ორ ცენტრალურ გზას შორის, მდებარეობს ისტორიული არქიტექტურის ნიმუში — ყოფილი საკონსერვო ქარხნის უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც თავისი სტილითა და მასშტაბით სასახლის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ძველი კომუნისტური ეპოქის მონუმენტური არქიტექტურა, სიმყარე და გეომეტრიული სიმწყობრე — ეს ის ატმოსფეროა, რომელიც უკვე აღარ გვხვდება თანამედროვე ნაგებობებში. 


📐 ჯამური შენობა-ნაგებობა: დაახლოებით 6,500 მ².

🌳 ეზოს საერთო ფართობი: 25,000 მ² (არასასოფლო).


ტერიტორია მთლიანად შემოღობილია ბეტონის გალავნით, ფასადი გზის პირზე — 320 მეტრი. ეზო მოპირკეთებულია ქვაფენილით, გამწვანებულია დეკორატიული და წიწვოვანი ხეებით. ოდესღაც აქ ფუნქციონირებდა ფანტანი, რომლის ადგილი დღესაც ინარჩუნებს თავის ელეგანტურ კონტურს და დღესაც კი ეტყობა ძველი დიდების კვალი...


მთავარ კომპლექსში განთავსებულია:

_ ორ სართულად განლაგებული სასტუმრო 14 ნომრით, თითოეული სველი წერტილით; 

_ ნაწილობრივ დასრულებული საუნა ბუხრით;

_ სრულად აღჭურვილი რესტორანი თავისი დანადგარებით;

_ და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები: სასაწყობე-თუ სამეწარმეო ფართები, ნაწილი საჭიროებს კოსმეტიკურ განახლებას, ნაწილი კი შესაკეთებელია სრულად.

_ სასწორი დიდი მანქანის მიმღები - უზრუნველჰყოფდა ყურძნის-ხილის მიღებას დიდი მანქანებით.  


⚙️ ინფრასტრუქტურა: ყველა კომუნიკაცია ადგილზეა:

ბუნებრივი აირი, ცენტრალური გათბობა, სახელმწიფო კანალიზაცია, წყალი თავისი რეზერვუარებით, საკუთარი 3-ფაზიანი 500 კვტ. ტრანსფორმატორი — რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსხვილ საწარმოს იმუშაოს შეუფერხებლად. 


🌟 ინვესტიციის შესაძლებლობა, რომელსაც ანალოგი არ აქვს და

რად შეიძლება გადაიქცეს ეს ადგილი:


◾ სასტუმროდ ან ღვინის ქარხნად, სადეგუსტაციო მარნითა და ბუტიკ-რესტორნით, რომელიც აერთიანებს სტუმარმასპინძლობასა და მეღვინეობას; 

◾ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ უბნად დეველოპერული განვითარებისათვის საცხოვრებელი სივრცეებითა და კომერციული ზონებით;

◾ ტურისტულ - რეკრეაციულ კომპლექსად, გასართობ - დასასვენებელ ცენტრად  — სპა, აუზი, ტერასები და სასტუმრო კომპლექსი ძველი საბჭოთა ელემენტებითა და თავისი ისტორიული ეზოთი და შესანიშნავი ინფრასტრუქტურით; 

◾  კინოინდუსტრიის ჰაბად, ფილმების გადაღების ლოკაციად — არქიტექტურა და გარემო პირდაპირ კინემატოგრაფიულია;

◾ ნებისმიერი საგანმანათლებლო ცენტრად

◾ ან უბრალოდ დახვეწილ, სამეფო ტიპის შატოდ, რომელიც შეინარჩუნებს ახმეტის ისტორიულ იერსახეს. 


ეს არის სივრცე, სადაც გუშინ და ხვალ ერთმანეთს ხვდებიან — საბჭოთა სიმტკიცე და თანამედროვეობის შესაძლებლობა ერთიანად შეერთებულია.  


🏛 სტილი: საბჭოთა ეპოქის სასახლის არქიტექტურა — სიმყარე, სიმაღლე და ელეგანტურობა.


📍  ლოკაცია: ახმეტის ცენტრი

🏗  შენობები: 6,500 მ².

🌳 ეზო: 25,000 მ².

ტელ: +995 592 72 72 47