იყიდება სამაცივრე-საყინულე ტერიტორია კომერციული ფართი რუისში, ქარელი

ID 16566 28.10.2026 5831
ფასი შეთანხმებით
ფართობი 2000 მ²
მდგომარეობა ახალი გარემონტებული
ეზოს ფართობი 9500 მ²
პარკირება ეზოს პარკინგი
საკონფერენციო 40 მ²
სასაწყობე სივრცე 400 მ²
სველი წერტილი 4
სამზარეულოს სივრცე 25 მ²
სართული/სულ 2
უძრავი ქონების სტატუსი ახალი აშენებული
ოფისის შენობა
მისაღები სივრცე 30 მ²
უძრავი ქონების დანიშნულება სამაცივრე-საყინულე ტერიტორია

მახასიათებლები

  • კანალიზაცია
  • ოთახი პერსონალისთვის
  • დანადგარების აღჭურვილობა - სამაცივრე სრული აღჭურვილობა
  • ტექნიკა
  • კეთილმოწყობილი ეზო
  • დაცვის ოთახი
  • გათბობა-კონდენცირება
  • გამწვანებული სივრცე
  • წყალმომარაგება - ჭაბურღილი
  • სატვირთოს მიმღები
  • ელ. ენერგია
  • დამოუკიდებელი შესასვლელი
  • სამფაზიანი ძაბვა
  • ხმაურის იზოლაცია
  • ტრანსფორმატორი - 150 კვტ
  • ჭერის სიმაღლე - 4.80 მ
  • შემოღობილი ტერიტორია

დამატებითი ინფორმაცია


📢 იყიდება ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობა — რეაბილიტირებული კომპლექსი, მზად არის ოპერირებისთვის —

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში - სოფ. რუისში 


📍 მდებარეობა და ლოჯისტიკა:

✔ ცენტრალური გზიდან დაშორება: ~500 მ

✔ მისასვლელი გზა: მოხრეშილი, სწორი, სატვირთო ტრანსპორტისთვის და ტრაილერებისთვის  განკუთვნილი.

✔ ნედლეულის ბაზა ახლოს: 5–10 კმ. რადიუსში 

✔ გარშემო ~500 ჰა. მეტი ინტენსიური ხეხილის ბაღები 

✔ ~500–1000 ჰა. ბოსტნეული (პომიდორი, წიწაკა, მარწყვი, ხახვი, სტაფილო, სხვადასხვა სახის კომბოსტო და სხვ.)


🧱 მიწა და განაშენიანება

📐 მიწის საერთო ფართობი: 9,500 მ²

📏 ძირითადი შენობა: 1,600 მ²

▪ მიშენებული ღია სივრცე (ნავესი): 250 მ²

▪ დამატებითი კეთილმოწყობილი კონტროლის სივრცე: 15 მ²

▪ ტერიტორია: სამი მხრიდან მარტივი ღობით შემოღობილი, 

▪ მოწყობილია სამანქანო და საფეხმავლო ჭიშკრები/კარებები.

▪ ეზოში დამატებით: ტუალეტები/სველი წერტილები, დაერთებულია ადგილზე მოწყობილ საკანალიზაციო სისტემაზე.


🏢 შენობის სტრუქტურა და ზონირება

შენობა აერთიანებს ადმინისტრაციულ და საწარმოო/სამაცივრე ნაწილს.


🗂 ადმინისტრაციული ნაწილი

I სართული: ~200–250 მ² (დერეფნული ტიპის, მაღალი ჭერი, საოფისე სივრცე)

II სართული: ~150–200 მ² (ტექნიკური სივრცე / დანადგარების განთავსება)

საოფისე ნაწილში: სამზარეულო + სველი წერტილები

სტატუსი: გარემონტებული - რემონტის შემდეგ არ ფუნქციონირებდა, სესაბამისად ყველა დანადგარი არის ახალი. 


🧊 საწარმოო ნაწილი / სამაცივრე ზონა

_ კამერები (5 ცალი): 5 × 100 მ² × 4.8 მ = ~2,400 მ³

_ დამატებითი კამერა (1 ცალი): 1 × 125 მ² × 4.8 მ = ~600 მ³

_ მიღება/გაგრილება/დახარისხება/მომზადება: 1 × 800 მ² × 4.8 მ = ~3,800 მ³


🛠 რეაბილიტაცია 2019–2023 (რეაბილიტაციის შემდეგ არ უმუშავია)

_ დამატებითი ერთიანი ახალი სახურავი: ~2,200 მ² (არსებული გადახურვის მოხსნის გარეშე)

_ 5 კამერა და მიღების სივრცე: 8–10 სმ. სენდვიჩ-პანელებით სრულად შეფუთული

_ იატაკი: კანალიზაცია + 15–20 სმ დამატებითი ბეტონის ფენა

წყალმომარაგება: ჭა გაწმენდილი და 13 მ-მდე დაღრმავებული


სატუმბი სისტემა

_ 20 ტონიანი რეზერვუარი (5 მ სიმაღლეზე)

განახლდა ელექტრო სისტემა: საყოფაცხოვრებო + ძალოვანი.

_ დამონტაჟდა: ავტომატური მართვის დანადგარები და დამატენიანებლები.


გარე ფასადი: გარემონტებული და შეღებილი

_ კარები/ფანჯრები: მთლიანად შეცვლილი მეტალოპლასტით (ტექნიკურ სივრცეშიც)

_ პერსონალის ინფრასტრუქტურა: ქალთა/მამაკაცთა გასახდელები + საშხაპეები - ჰასპის სტანდარტს მორგებული...

_ ზონებს შორის კავშირი: კეთილმოწყობილი ტროტუარი


⚙️ ტექნიკური შესაძლებლობები და წარმადობა

_ შენახვის რეჟიმები: 0–4°C და ~95% ტენიანობა

_ რეჟიმები ადაპტირდება სხვადასხვა პროდუქციისთვის


მოცულობა:

_ თითო კამერაში: ~125 ტონა

_ ჯამური შენახვა: ~625 ტონა

_ ჩატვირთვა: ~8 ტონა/საათი (შესაბამისი პროცესის პირობებში)


➕ გაფართოების პოტენციალი

ნავესში/დარბაზში შესაძლებელია დამატებითი კამერების მოწყობა: ~500 ტონამდე

(სენდვიჩ პანელების მარტივი კონსტრუქციით; არსებული სიმძლავრე საკმარისია — ახალი აგრეგატები აუცილებელი არ არის)


ცალკე სივრცე 125 მ² — შესაძლებელია:

შოკ მაცივარი  -18…-20°C კამერები ~100 ტონაზე


🔌 კომუნიკაციები და ენერგეტიკა

ელექტროენერგია: 3-ფაზა

ტრანსფორმატორი საკუთარი: 150 kW

წყალმომარაგება: ჭა + სატუმბი სისტემა + 20 ტონიანი რეზერვუარი

კანალიზაცია: ადგილზე მოწყობილი სისტემა


⭐ სტრატეგიული უპირატესობები

_ მასიური კონსტრუქცია და მაღალი თბოიზოლაცია — ნაკლები თბოდანაკარგი, ნაკლები ოპერირების ხარჯი.

_ რეაბილიტაციის შემდეგ არ უმუშავია — ინფრასტრუქტურა “ახალი ექსპლუატაციისთვის მზად”.

_ ბიზნესის დაწყება შესაძლებელია ყიდვისთანავე.

გაფართოება შესაძლებელია მუშაობის პარალელურად.

_ დამატებითი სახურავი ~2,200 მ² — მზის პანელების განთავსების რეალური პოტენციალი. 


💰 გაყიდვის პირობები: 

იყიდება: სამაცივრე კომპლექსი მიწასთან (~9,500 მ²) და ინფრასტრუქტურასთან ერთად.


გადახდის ვარიანტები:

_ სრული გადახდა ხელშეკრულების გაფორმებისას

_ ან ავანსი მინ. 50% + დარჩენილი თანხა ტრანშებად, არაუმეტეს 12 თვისა.

_ არ არის იპოთეკით დატვირთული, ყველა დოკუმენტაცია არის გამართული. 


ტელ: +995 592 72 72 47