იყიდება შატო / ღვინის ქარხანა / მარანი კომერციული ფართი ყვარელში

ID 16268 30.10.2026 27016
ფასი შეთანხმებით
ფართობი 700 მ²
ლაუნჯი / გასართობი სივრცე
მდგომარეობა მიმდინარე რემონტი
მისაღები სივრცე 50 მ²
ეზოს ფართობი 10000 მ²
აივანი - ვერანდა 120 მ²
პარკირება ეზოს გასწვრივ
სველი წერტილი 8
საკონფერენციო 50 მ²
სამზარეულოს სივრცე 40 მ²
კაბინეტი 40
სართული/სულ 2
ნომრების რაოდენობა 4
უძრავი ქონების სტატუსი ახალი აშენებული
მარანი სადეგუსტაციო სივრცე
უძრავი ქონების დანიშნულება შატო / ღვინის ქარხანა / მარანი

მახასიათებლები

  • გამწვანებული სივრცე
  • ვენახი - 2000 მ2. საფერავი
  • ხმაურის იზოლაცია
  • ინტერნეტი
  • გათბობა-კონდენცირება
  • კეთილმოწყობილი ეზო
  • წყალმომარაგება - 196
  • ელ. ენერგია
  • ჭერის სიმაღლე - 8 მ
  • კანალიზაცია
  • შემოღობილი ტერიტორია
  • სათვალთვალო კამერები
  • ბუნებრივი აირი

დამატებითი ინფორმაცია

🏰 ექსკლუზიური შეთავაზება! ✨

გამოტანილია გასაყიდად — უნიკალური კონცეფციის შატო ყვარლის გულში 🍇


👉  გთავაზობთ იშვიათ შესაძლებლობას — შეიძინოთ ახალაშენებული, ელეგანტური შატო, რომელიც მდებარეობს ქინძმარაულის მიკროზონაში, უშუალოდ ყვარლის ცენტრში — პრივილეგირებულ ზონაში, გარშემორტყმული ვენახებით. 

აქ ჰაერში შერწყმულია მთის სისუფთავე და მეღვინეობის საუკუნოვანი ტრადიცია.


📍 მდებარეობა: ცენტრალური გზის პირას, ულამაზესი პანორამული ხედებით კავკასიონის ქედზე. მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე ყოველი ფანჯრიდან ბუნება გელოდებათ.


🏡 ობიექტის მახასიათებლები:

• შენობის საერთო ფართობი — 700 მ² (ახალი მშენებლობა, შიდა რემონტის პროცესში)

• მიწის ფართობი — 10,000 მ²

• სტატუსი — ახალაშენებული, ამჟამად მწვანე კარკასის მდგომარეობაში, მიმდინარე რემონტით.

• ფასადი დასრულებულია, მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანება

• ტერიტორია შემოღობილია შატოს სტილის ღობით, დეკორატიული ბილიკებითა და ნარგავებით

• დამონტაჟებულია სარწყავი სისტემა — ეზო დაპროექტებულია როგორც ფუნქციური და ესთეტიკური სივრცე


🍇 ვენახი:

• 2,000 მ² საფერავის ვენახი (დარგული 6 წლის წინ)

• შარშანდელი მოსავალი — დაახლოებით 5 ტონა

• ვენახი გარს ერტყმის შატოს, ქმნის ორგანულ და ავთენტურ გარემოს — იდეალურ სივრცეს ღვინის ტურიზმისთვის ან პრეტენზიული მცირე პარტიის ღვინის წარმოებისთვის.


💧 კომუნიკაციები:

• შეყვანილია ელექტროენერგია

• ბუნებრივი წყალი — ჭა

• საკანალიზაციო სისტემა

• გაზის აბონირება


🏗 შიდა დაგეგმარება:

• ცენტრალური მარანი / ძირითადი დარბაზი

• წითელი და თეთრი ღვინის მარნები

• სადეგუსტაციო დარბაზი

• საბანკეტო დარბაზი — 330 მ² (330 პერსონაზე)

• 4 სასტუმროს აპარტამენტი ინდივიდუალური სველი წერტილებით

• მისაღები სივრცე, 2 სამუშაო კაბინეტი, სამზარეულო, 2 დამატებითი სველი წერტილი

• ტერასა–ლაუნჯი — ხედებით მთებსა და ვენახებზე


🌿 შატოს ხიბლი:

ეს არის ადგილი, სადაც ყოველ დეტალს აქვს მნიშვნელობა — პანორამული ხედები კავკასიონზე, ზაფხულის სურნელი ვენახიდან და მყუდრო სივრცე, რომელიც ელოდება ადამიანს, ვინც მზადაა შექმნას ისტორია ამ უნიკალურ გარემოში.


📞 დეტალებისთვის: +995 592 72 72 47