ფართობი
600 მ²
ადგილების რაოდენობა
35
უძრავი ქონების სტატუსი
ახალი აშენებული
ნომრების რაოდენობა
9
აივანი - ვერანდა
50 მ²
პარკირება
10
სველი წერტილი
10
საკონფერენციო
100 მ²
სამზარეულოს სივრცე
25 მ²
კაბინეტი
1
სართული/სულ
3
მდგომარეობა
ახალი გარემონტებული
პერსონის რაოდენობა
35
ეზოს ფართობი
800 მ²
უძრავი ქონების დანიშნულება
სკოლა - ბანაკი - სასტუმრო
🏔️ იყიდება სახლი/აგარაკი - სასტუმროს ტიპის უძრავი ქონება/გესტჰაუსი - ამჟამად მოქმედი სათხილამურო/საზაფხულო სპორტსკოლა (პოლსპორტი)
- ბაკურიანის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პერსპექტიულ ლოკაციაზე.
„კრისტალ პარკისა“ და „ტატრა-პომას“ სათხილამურო ტრასებს შორის, ტყის მიმდებარედ,
ობიექტი მდებარეობს საავტომობილო გზების ხმაურისგან მოშორებით. მდებარეობა აერთიანებს იმას, რაც ბაკურიანში განსაკუთრებით ფასობს: სათხილამურო ინფრასტრუქტურის სიახლოვეს, სიმშვიდეს, მთისა და ტყის ხედებს და ოთხივე სეზონზე გამოყენების პოტენციალს.
დღეს ობიექტში წარმატებით ფუნქციონირებს სპორტული სკოლა „პოლსპორტი“, თუმცა შენობა თავდაპირველად საოჯახო ტიპის გესთჰაუსად იყო დაგეგმილი. შესაბამისად, ახალი მფლობელი იღებს არა მხოლოდ უძრავ ქონებას, არამედ არჩევანს - გააგრძელოს არსებული ბიზნესი ან განავითაროს სრულიად ახალი კონცეფცია.
📐 ქონება:
🏢 შენობის საერთო ფართობი: - 600 მ²
🌳 საკუთარი ეზო, ფართობი: 800 მ²
🏗️ 3 სართული + მანსარდა
🛏️ 9 ნომერი — ყველა საკუთარი სველი წერტილითა და აივნით
🛋️ მათ შორის 3 ოროთახიანი ნომერი
🔥 100 მ² მისაღები ბუხრით
🍳 25 მ² სამზარეულო
🍸 ბარის სივრცე
🎿 სკი-დეპო და სათხილამურო ფეხსაცმლის საშრობი
🧺 სამრეცხაო, პერსონალის ოთახი, კაბინეტი და სათავსოები
🚗 საკუთარი საპარკინგე სივრცე
მისაღები და საერთო სივრცეები ერთდროულად დაახლოებით 40 სტუმრის მომსახურების შესაძლებლობას იძლევა.
🏡 კაპიტალური მშენებლობა და გამორჩეული ინტერიერი
სამსართულიანი მანსარდული შენობა დაახლოებით 20 წლის წინ არის აშენებული რკინის კონსტრუქციითა და ანდეზიტის ქვით.
ინტერიერში გამოყენებულია მერბაუს ხე, ბუნებრივი ანდეზიტი და ქართული დეკორატიული ელემენტები.
შენობა კაპიტალურად გარემონტებულია, კომუნიკაციები გამართულია და ქონება იყიდება ავეჯით, ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ინვენტარით მოწყობილი.
ეს ნიშნავს, რომ ობიექტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არსებული ფორმატით მნიშვნელოვანი საწყისი კაპიტალური სამუშაოების გარეშე, ხოლო ახალი კონცეფციის შემთხვევაში ძირითადად კოსმეტიკური და დიზაინერული განახლება იქნება საჭირო.
⛷️ დამატებითი ღირებულება - მოქმედი, წარმატებული სპორტული სკოლა „პოლსპორტი“
ქონების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა შესაძლებლობა, რომ მყიდველმა სურვილის შემთხვევაში უძრავ ქონებასთან ერთად მიიღოს უკვე ჩამოყალიბებული საოპერაციო ბიზნესი.
სპორტული სკოლის ფორმატში შესაძლებელია შეთანხმების საფუძველზე გადავიდეს:
🎿 სპეციალური სპორტული ინვენტარი - თხილამურები და სათხილამურო ფეხსაცმელი დაახლოებით 50 ბავშვისთვის;
👥 მოქმედი გუნდი - ტრენერებიდან სამზარეულოს პერსონალამდე;
🧒 დაახლოებით 450 მომხმარებლისგან შემდგარი ჩამოყალიბებული კლიენტური ბაზა.
ეს განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობაა მყიდველისთვის, რომელსაც სურს ბაკურიანის ტურისტულ და სპორტულ ბაზარზე შესვლა უკვე არსებული ინფრასტრუქტურით, გუნდითა და მომხმარებლებით, ნაცვლად იმისა, რომ ბიზნესი ნულიდან ააწყოს.
🌲 საკუთარი ეზო და მშვიდი გარემო
800 მ² ეზო შემოღობილია მწვანე ღობით, მოწყობილია ქვაფენილის ბილიკები, დეკორატიული გამწვანება და საპარკინგე სივრცე.
ქონებიდან იშლება დიდველის, მთებისა და ტყის ხედები. მშვიდი გარემო და სათხილამურო ტრასების სიახლოვე ქმნის კარგ პირობებს არა მხოლოდ ზამთრის სეზონისთვის, არამედ სპორტული შეკრებების, ბანაკების, კორპორაციული ღონისძიებებისა და ოთხსეზონიანი დასვენების კონცეფციისთვის.
💼 ერთი ქონება - განვითარების რამდენიმე სცენარი
ობიექტის დაგეგმარება და მდებარეობა საშუალებას იძლევა განვითარდეს როგორც:
• ⛷️ მოქმედი სპორტული სკოლა და სპორტული ბანაკი;
• 🏨 boutique guesthouse / საოჯახო სასტუმრო;
• 🏡 კერძო მთის რეზიდენცია;
• 🏕️ ბავშვთა და სპორტული შეკრებების ცენტრი;
• 🧑💼 კორპორაციული retreat და ტრენინგ-ცენტრი;
• 🎉 დახურული ჯგუფებისა და მცირე ღონისძიებების სივრცე;
• 🌲 ოთხსეზონიანი დასასვენებელი კომპლექსი.
🔑 რატომ არის ეს შეთავაზება განსხვავებული?
ეს არ არის მხოლოდ 600 მ² შენობა ბაკურიანში.
ეს არის ქონება, რომელიც აერთიანებს ძლიერ ლოკაციას + მოქმედ ინფრასტრუქტურას + სტუმრების განთავსების შესაძლებლობას + საკუთარ ეზოს + ბიზნესის გაგრძელების არჩევანს.
მყიდველს შეუძლია შეიძინოს ის როგორც მოქმედი ბიზნეს-აქტივი, გადააქციოს სასტუმრო/დასასვენებელ პროექტად ან გამოიყენოს როგორც დიდი კერძო რეზიდენცია დიდველზე.
💰 გასაყიდი ფასი: 635,000 აშშ დოლარი
📩 დამატებითი ინფორმაციის, ფინანსური/საოპერაციო დეტალების და ობიექტის დათვალიერების დასაგეგმად - დაგვიკავშირდით. ტელ: 📞 +995 592 72 72 47
ბაკურიანი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ.
ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. დაბის მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი.
თემის ცენტრი (სოფლები: დიდი მიტარბი, პატარა მიტარბი, თორი, საკოჭავი). წარმოადგენს ბორჯომი - ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის ბოლო პუნქტს.
კურორტი
ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. დიდველის სათხილამურო გზებზე მოქმედებს ხელოვნური გათოოვლიანება.
ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.
2025 წელს საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.
შესაბამისად, ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, სადაც მონაწილეობას ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის 8 სახეობაში მიიღებენ.
28 ნოემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა, სადაც მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა ფესტივალთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
შალვა გოგოლაძე (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): „ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და აღიარებაა, თუმცა ამავდროულად არის დიდი გამოწვევა რამდენიმე მიმართულებით. ქვეყანა ღირსეულად უნდა დახვდეს ამ უდიდეს სპორტულ ღონისძიებას, რისთვისაც სამინისტრო ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. პირველ რიგში, ბაკურიანში უნდა მოვაწყოთ შესაბამისი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, ჩვენს ახალგაზრდა ოლიმპიელებს კი მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა სრულფასოვნად მოემზადონ და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ ამ სპორტულ ღონისძიებაზე. საქართველოს უკვე აქვს მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის კარგი გამოცდილება, მათ შორისაა 2015 წლის ზაფხულის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელმაც საერთაშორისო სპორტული საზოგადოებისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 2025 წელს კი ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე. ვულოცავ საქართველოს ამ დიდ აღიარებას“.
მამუკა ხაბარელი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი): „მთავარი მოტივაცია და მიზანი, როგორც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის, ასევე ჩვენი მთავრობისათვის გახლავთ არა მხოლოდ ის, რომ უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ფესტივალი, არამედ ის, რომ განვავითაროთ ზამთრის სპორტი ჩვენს ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ მიმართულებით. ეს პროექტი ასევე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ როგორც სპორტული ტურიზმი, ასევე ზოგადად ტურიზმი განვითარეს ჩვენს ქვეყნაში, ოლიმპური ფესტივალის პერიოდში მთელი ევროპის ყურადღება საქართველოსკენ იქნება მომართული, რაც უმნუშვნელოვანესი ფაქტორია.
სამთო-სათხილამურო მიმართულებით ბაკურიანის ტრასები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. დაგეგმილია ბაკურიანის ცნობილი ტრამპლინის რეაბილიტაცია, რაც საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება, ასევე დამუშავებულია პროექტი ბიატლონის ტრასის მშენებლობისთვის. ოლიმპიური ფესტივალისთვის საჭიროა ორი ყინულის მოედანი და შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ერთი მოედანი ბაკურიანში, ხოლო მეორე მოედანი თბილისში აშენდება“.