იყიდება მოცვის ბაღი მიწის ნაკვეთი სენაკში

ID 16615 30.10.2026 3630
ფასი შეთანხმებით
ფართობი 177000 მ²
⚡ სამფაზიანი ძაბვა
მიკროზონა ოჯალეში
💦 სარწყავი სისტემა
🧯 ბუნებრივი აირი
სასოფლო ტექნიკა ახალი ტრაქტორი ყველა მისაბმელით
🌟 ტრანსფორმატორი 2 ცალი -250 კვტ - 30 კვტ
💧 სასმელი წყალი
🔁 კანალიზაცია ინდივიდუალური მოწყობის
💡 ელ. ენერგია შეუზღუდავად
შენობა - ნაგებობა 700 მ²
🌐 ინტერნეტი
➰ სარწყავი არხი
ხეხილის ბაღი მოცვის პლანტაცია
მდინარე ცივი
✔ სასოფლო დანიშნულების
უძრავი ქონების სტატუსი მოცვის ბაღი

მახასიათებლები

  • ტყის მასივი
  • სათვალთვალო კამერები
  • გრუნტის გზა - 500
  • 🧩 შემოღობილი ტერიტორია
  • 🛣 ასფალტის გზა
  • 🌆 პანორამული ხედები
  • 🌲 გამწვანებული სივრცე
  • დაცვის ოთახი

დამატებითი ინფორმაცია

იყიდება ან განიხილება გაცვლა — მოქმედი ლურჯი მოცვის ბაღი და სრულად მოწყობილი აგრო-კომპლექსი სენაკში

📍 სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი უშაფათი


__ სრულად მოწყობილი და მოქმედი ლურჯი მოცვის ბაღი, სამაცივრე მეურნეობით, სარწყავი სისტემით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, საკუთარი ელექტრო ინფრასტრუქტურითა და დამხმარე შენობებით.


🔄 ასევე განიხილება გაცვლა — განვიხილავთ სხვადასხვა შემოთავაზევას უძრავ ქონებებზე. 


__ ობიექტი წარმოადგენს არა მხოლოდ მოქმედ მოცვის ბაღს, არამედ უკვე ჩამოყალიბებულ მრავალფუნქციურ აგრო-საინვესტიციო კომპლექსს, რომელსაც აქვს როგორც არსებული საქმიანობის გაგრძელების, ისე გაფართოებისა და ახალი მიმართულებების განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


📐 მიწის ფართობი და ტერიტორია

საერთო რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობია:

17.7 ჰა — 177,000 მ²

აქედან: 🫐 7.7 ჰა — გაშენებულია ლურჯი მოცვის ბაღი


🌾 10 ჰა — დამუშავებული და მოხნული მიწა, სადაც უკვე გაკეთებულია არხები და ტერიტორია მზად არის ახალი კულტურების გასაშენებლად.


➕ დამატებით არის დაახლოებით 2 ჰა. დამუშავებული და სრულად შემოღობილი მიწა, რომელიც ამ ეტაპზე გაუფორმებელია, თუმცა შემოღობილია და წლებია დაქვემდებარებაში.


__ ნაკვეთის რელიეფი ოდნავ დახრილია, რაც ხელს უწყობს ზედმეტი წყლის ბუნებრივ გადინებას და ამცირებს წყლის დაგუბების რისკს.


__ ჩატარებულია ნიადაგის ანალიზებიც. მოცვისთვის მჟავიანობის მაჩვენებელი დაახლოებით pH 5.0-ია, რაც ამ კულტურისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


🫐 მოქმედი ლურჯი მოცვის ბაღი სულ გაშენდა — 25,000 ძირი

ბაღში გაშენებულია:

🔵 15,000 ძირი — ბლუგორდი

🔵 10,000 ძირი — ჰანაჩოისი

_ ბაღი დაახლოებით 4 წლის გაშენებულია, ამ წლის ბოლოს შევა მეხუთე წელში.

_ ნარგაობა ეტაპობრივად შედის სრული მსხმოიარობის პერიოდში.


📊 მოსავლიანობა:

_ მიმდინარე წლის მოსავალი შეადგინა - 30 ტონა

_ სათანადო აგროტექნიკური მოვლის პირობებში და ბაღის სრული მსხმოიარობის ეტაპზე შესვლის შემდეგ, სავარაუდო მოსალოდნელი მოსავალი შეადგენს დაახლოებით:

_ 40–45 ტონას სეზონზე.


ეს ობიექტს განსაკუთრებით საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს, რადგან ახალი მფლობელი იღებს არა ახლად გაშენებულ ბაღს, არამედ უკვე მოქმედ და მოსავლიან მეურნეობას, რომელიც სრული პროდუქტიულობის ეტაპს უახლოვდება.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


💧 სრულად მოწყობილი სარწყავი სისტემა

მეურნეობის სარწყავი წყლით მომარაგება ხდება მდინარე ცივიდან.


მოწყობილია სრულფასოვანი წვეთოვანი სარწყავი სისტემა:

• შემოყვანილია — 2 სარწყავი ხაზი

• თითოეულ ძირთან — ინდივიდუალური ერთი სარწყავი მილი 

• წყლის ტუმბოები

• ფილტრაციის სისტემა

• სარწყავი დანადგარები

• შესაბამისი საკონტროლო ინფრასტრუქტურა


ტერიტორიაზე ასევე აშენებულია სპეციალური საფილტრაციო შენობა, სადაც განთავსებულია ფილტრაციის დანადგარები, ტუმბოები და სარწყავი სისტემის ტექნიკური ნაწილი.


💦 ნაკვეთთან დამატებით გამოდის ბუნებრივი წყარო, რაც მეურნეობისთვის კიდევ ერთი წყლის რესურსია.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


❄️ 450 მ² სამაცივრე მეურნეობა

ტერიტორიაზე აშენებულია დაახლოებით 450 მ² სამაცივრე შენობა, რომლის საერთო ტევადობა დაახლოებით 250 ტონაა.


სამაცივრე კომპლექსი დაყოფილია 4 დამოუკიდებელ სივრცედ, რაც სხვადასხვა სახის პროდუქციის სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმში შენახვის შესაძლებლობას იძლევა.


სამაცივრე ზონები:

❄️ პლუს რეჟიმის კამერა — 0°C-დან +15°C-მდე

გამოიყენება ხილისა და ბოსტნეულის შესანახად.

❄️ მოცვის სწრაფი გამაგრილების ოთახი

განკუთვნილია მოსავლის მოკრეფის შემდეგ პროდუქციის სწრაფად გასაგრილებლად.

❄️ მინუს კამერა — დაახლოებით -38°C-მდე

❄️ შოკური გაყინვის კამერა — დაახლოებით -45°C-მდე


სამაცივრე მეურნეობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ მოცვისთვის, არამედ სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის მთელი წლის განმავლობაში შესანახად.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


⚙️ სამაცივრე ტექნიკა და შენობის მოწყობა

სამაცივრე კომპლექსში დამონტაჟებულია თურქული წარმოების, გერმანულ ბაზაზე აწყობილი FREGO-ს სისტემები.


კომპლექსში შედის:

• სამაცივრე დანადგარები

• გამაგრილებელი სისტემები

• გამწოვები

• დამატენიანებლები

• შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები

შენობა მოწყობილია 10 სმ-იანი სენდვიჩ-პანელებით და ორმაგი გადახურვით.


ასევე არის:

🏢 დაახლოებით 10 მ² ოფისი

📦 2 დამატებითი შესანახი / სასაწყობე ოთახი

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


🚜 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

მეურნეობას მოყვება:

🚜 YTO ტრაქტორი — 75 ცხენის ძალა, 2021 წლის

ასევე: • მულჩერი • საწამლი მოწყობილობა • ფრეზი • გუთანი • ლაფეტი.


_ ტექნიკის არსებობა მნიშვნელოვნად ამარტივებს როგორც მოქმედი ბაღის მოვლას, ისე დარჩენილი მიწის დამუშავებასა და ახალი კულტურების გაშენებას.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


⚡ ელექტრო ინფრასტრუქტურა

ტერიტორიაზე მოწყობილია:

⚡ 250 კვტ სიმძლავრის ტრანსფორმატორი

⚡ დამატებით — 30 კვტ სამფაზიანი ტრანსფორმატორი, რომელიც გამოიყენება სარწყავი სისტემისთვის.

💡 ნაკვეთის მთელ პერიმეტრზე მოწყობილია განათების ბოძები და გარე განათება.

📹 ასევე დამონტაჟებულია ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.


არსებული ელექტრო ინფრასტრუქტურა იძლევა დამატებითი საწარმოო, სამაცივრე ან ენერგეტიკული პროექტების განვითარების შესაძლებლობასაც.


☀️ ტერიტორია ასევე საინტერესოა მზის პანელების მოწყობისთვის.


━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


🔒 სრულად შემოღობილი ტერიტორია

მიწის ნაკვეთი მთლიანად შემოღობილია.

ღობე მოწყობილია:

• აკაციის ბოძებზე

• 9 რიგი ეკლიანი მავთულით

• მთელ პერიმეტრზე

• ტერიტორია განათებულია და კონტროლდება ვიდეოკამერებით.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


🏗️ დამხმარე შენობები

ტერიტორიაზე მოწყობილია:

🏠 საყარაულო შენობა — დაახლოებით 30 მ²

🚻 ცალ-ცალკე მოწყობილი კაპიტალური:

• ქალების საპირფარეშო

• კაცების საპირფარეშო

• ქალების საშხაპე

• კაცების საშხაპე


🚜 ასევე არის 2 გადახურული ნავესი ტექნიკისა და ტრანსპორტისთვის: • 60 მ² • 30 მ²

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


🌳 ქარსაცავი ზოლი

ტერიტორიაზე დარგულია:

1,000 ძირი ალვის ხე და 1000 ძირი პავლონია

ხეები ქმნის ქარსაცავ ზოლს და იცავს ბაღს ძლიერი ქარის ზემოქმედებისგან.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


💡 კომუნიკაციები

ობიექტზე:

💧 წყალი შეყვანილია

⚡ ელექტროენერგია შეყვანილია

🔥 ბუნებრივი აირი გადის ნაკვეთთან და საჭიროებს აბონირებას


_ არსებული კომუნიკაციები მნიშვნელოვნად ამარტივებს როგორც მოქმედი მეურნეობის ფუნქციონირებას, ისე დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


🌾 დამატებითი 10 ჰა. მიწის გამოყენების შესაძლებლობა

__ მოცვის ბაღის გარდა, დაახლოებით 10 ჰა. მიწა უკვე დამუშავებული და მოხნულია.

__ ტერიტორიაზე გაკეთებულია არხებიც და შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით.


__ კლიმატური და ნიადაგობრივი პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაშენდეს:


🍊 ციტრუსი

🍇 ოჯალეშის ვენახი

🌿 დაფნა

🟠 ხურმა

🥝 კივი

🍎 სხვადასხვა ხეხილი

🫐 კენკროვანი კულტურები

🌱 სანერგე მეურნეობა

🌾 სხვა მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურები


ტერიტორია ფაქტობრივად იძლევა მრავალპროფილური აგრო-მეურნეობის შექმნის შესაძლებლობას.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


📍 ლოკაცია და მისასვლელი გზა

დასახლებული პუნქტი მდებარეობს დაახლოებით 200 მეტრში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუშახელის ხელმისაწვდომობისთვის.


👨‍🌾 მუშახელის მოძიება ადგილზე პრაქტიკულად პრობლემას არ წარმოადგენს.

_ სოფლის მთავარი გადმოსახვევიდან მეურნეობამდე

_ დაახლოებით 300 მეტრია.

_ ნაკვეთამდე მიდის კარგი გრუნტის გზა.

_ მეურნეობას მთელს პერიმეტრზე მიუყვება განათებული გზა.

_ მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გაშენებულია სხვადასხვა კულტურის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო მეურნეობები.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


🌊 მდინარე, ტყე და ბუნებრივი გარემო

ნაკვეთს ესაზღვრება მდინარე ცივი, საიდანაც ხდება მეურნეობის სარწყავი წყლით მომარაგება.

🌳 ტერიტორიის გარშემო არის ტყის მასივები და ბუნებრივად გამწვანებული გარემო.

💦 ნაკვეთთან გამოდის ბუნებრივი წყაროც.

🏔️ ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი ხედები კავკასიონზე.


ბუნებრივი გარემო, წყლის რესურსები და დიდი მიწის ფართობი ობიექტს დამატებით საინვესტიციო შესაძლებლობებს აძლევს.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


🏡 დამატებითი განვითარების შესაძლებლობები

არსებული მეურნეობის გარდა, ტერიტორია საინტერესოა შემდეგი მიმართულებებისთვის:


🐎 რანჩოს ტიპის მეურნეობა

🏨 სასტუმრო ან აგრო-ტურისტული კომპლექსი

🎣 სათევზე მეურნეობა

🌊 ხელოვნური ტბის მოწყობა

🐄 საფერმერე მეურნეობა

🌿 მრავალპროფილური აგრო-კომპლექსი

☀️ მზის პანელების პროექტი

🍇 ვენახი და ღვინის მიმართულება

🍊 ციტრუსისა და სხვა სუბტროპიკული კულტურების მეურნეობა


❄️ არსებული სამაცივრე კომპლექსის დამოუკიდებელ ბიზნესად განვითარება და ადგილობრივი მეურნეობებისთვის სამაცივრე მომსახურების შეთავაზება.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━


💼 მოქმედი ბიზნესი და განვითარების დიდი პოტენციალი:


__ ობიექტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ახალი მფლობელი იღებს უკვე შექმნილ და ფუნქციონირებად მეურნეობას — მოსავლიან მოცვის ბაღს, სამაცივრე კომპლექსს, სარწყავ სისტემას, ტექნიკას, ელექტრო ინფრასტრუქტურას, დაცვის სისტემას და დამხმარე შენობებს.


__ ამასთანავე, დარჩენილი მიწის ფართობი იძლევა არსებული ბიზნესის მნიშვნელოვნად გაფართოების ან სრულიად ახალი აგრო, ფერმერული, სამაცივრე, ტურისტული თუ ენერგეტიკული მიმართულების განვითარების შესაძლებლობას.


🔄 განიხილება როგორც პირდაპირი გაყიდვა, ასევე გაცვლა.


🏡 განიხილება უძრავი ქონება და სხვა საინტერესო შეთავაზებები.


🌱 მყიდველს შესაძლოა ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“ — პროგრამის მოქმედი პირობებისა და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.


ეს განსაკუთრებით საინტერესოა დარჩენილი 10 ჰა. დამუშავებული მიწის ახალი მრავალწლიანი კულტურებით ათვისებისა და მეურნეობის შემდგომი გაფართოებისთვის.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━



დაგვიკავშირდით: 📞 +995 592 72 72 47