იყიდება სავენახე - საშატოე მიწის ნაკვეთი ყვარელში

ID 16444 14.10.2026 8599
4,340,664₾1,670,000$
(1 მ² - 25.99₾) (1 მ² - 10.00$)
ფართობი 167000 მ²
✔ სასოფლო დანიშნულების
ხეხილის ბაღი საფერავის ვენახი
🌐 ინტერნეტი
💦 სარწყავი სისტემა
💫 არტენზიული ჭა 120 მ
მიკროზონა ქინძმარაულის ზონა
შენობა - ნაგებობა საყარაულო - 27 მ²
💧 სასმელი წყალი
💡 ელ. ენერგია შეუზღუდავად
🧯 ბუნებრივი აირი
უძრავი ქონების სტატუსი სავენახე - საშატოე

მახასიათებლები

  • ტყის მასივი
  • დაცვის ოთახი
  • 🌆 პანორამული ხედები
  • 🌲 გამწვანებული სივრცე
  • 🛣 ასფალტის გზა

დამატებითი ინფორმაცია

🍇 იყიდება 16.7 ჰა. მიწის ნაკვეთი – პრემიუმ ვენახით ქინძმარაულის მიკროზონაში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ვენახისა და ღვინის ხარისხს.

📍 ყვარელში, ზედ ცენტრალურ მაგისტრალზე, ფასადი გზის პირზე: 1 კილომეტრი, უიშვიათესი მდებარეობითა და კომერციული დანიშნულებით იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას. 


👇 გამორჩეული პრემიუმ ლოკაცია – როგორც საინვესტიციო, ისე ღვინის ტურიზმისა და განვითარებული კომერციული პროექტებისთვის.


🌿 მიწის განაწილება:

✔  1.4 ჰა – ცარიელი მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ

მდებარეობს გზისპირზე.

ფასადი გზაზე: 250 მეტრი.


⏳ იდეალურია:

მარნის/შატოს კომპლექსისთვის.

ბუტიკ სასტუმროსთვის.

ღვინის ქარხნისა და ეთნო სივრცის მოსაწყობად. 

ნებისმიერი კომერციული დანიშნულებით სამშენებლოდ:

ტურისტული ობიექტი, დეგუსტაციის სივრცეები და ა.შ.


✅ 15.3 ჰა. გაშენებულია ახალი – 7 წლის საფერავის ვენახი,

ვაზი გაშენდა 2018 წლის დეკემბერში.

გაშენებულია თანამედროვე ევროსტანდარტის რეგულაციებით, სრული სტანდარტების დაცვით. იწყება გზისპირიდან.


☘ აგროტექნიკური პარამეტრები:

რიგებს შორის დაშორება: 2.5 მ.

ვაზებს შორის დაშორება: 1.5 მ.

1 ჰა-ზე გაშენებულია: დაახლოებით 2 750 ნერგი.

ვაზი არის იდეალურად მოვლილი, თანამედროვე აგროტექნოლოგიებით.


✔ სარების და შპალერის სისტემა:

გაყვანილია 9 წყვილი უჟანგავი ლითონის მავთულსა და სარებზე. 

დამჭერები, მავთულები და ყველა აუცილებელი ატრიბუტი ჩამოტანილია ესპანეთიდან. ირგვლივ საქარე ზოლითა და გამწვანებული სივრცეებით. 


💧 სარწყავი სისტემა და ინფრასტრუქტურა

მთლიანი ვენახი ირწყება იტალიური კომპანიის – Irritec-ის წვეთოვანი სარწყავი სისტემებით.

ტერიტორიაზე მოწყობილია 320 ტონა მოცულობის წყლის რეზერვუარი.

ჭაბურღილი: 120 მეტრის სიღრმეზე.

შეყვანილია ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი გადის ნაკვეთთან – 

დამატებითი კომფორტი მომავალი პროექტების განვითარებისთვის.


🔹 ნაკვეთზე დგას 27 მ². ფართობის სასაწყობე/საყარაულო შენობა.

🔹 მთლიანი ტერიტორია აყვანილია სათვალთვალო კამერებზე – უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მაღალი სტანდარტით.


🏡 პოტენციალი და განვითარების პერსპექტივა

ტერიტორია იდეალურია:

მარანი / შატოსთვის

ბუტიკ სასტუმროსთვის

ღვინის ქარხნისთვის

საკმაოდ ელიტური საცხოვრებელი სახლებისთვის ღვინის მეურნეობასთან ერთად.


🚩ადგილი გამოირჩევა:

მაღალი ტურისტული ნაკადი – ტერიტორიას უხვად სტუმრობს ტურისტი.

აქვს ულამაზესი პანორამული ხედები – კავკასიონზე, ვენახებზე, მთებისა და ტყის მიმართულებით.

◾ ეს არის იშვიათი შანსი, შექმნათ პრემიუმ ღვინის აქტივი – „შატო“, რომელიც ერთდროულად გაერთიანებს ღვინის წარმოებას, ტურიზმსა და მაღალი კლასის დასასვენებელ ინფრასტრუქტურას. 🍷


💰 ფასი: 

ფასი: 1 ჰა – 100 000 აშშ. დოლარი.

მიწის საერთო ფართობი: 16.7 ჰა.

(შესაძლებელია განხილვა კონკრეტული ინტერესისა და განვითარების კონცეფციის მიხედვით.)


📞 დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 

ტელ: +995 592 72 72 47