იყიდება შატო / ღვინის ქარხანა / მარანი კომერციული ფართი სიღნაღში

ID 16348 22.06.2026 11696
753,768₾290,000$
(1 მ² - 1,480.87₾) (1 მ² - 569.74$)
ფართობი 509 მ²
მდგომარეობა ახალი გარემონტებული
მისაღები სივრცე 50 მ²
ლაუნჯი / გასართობი სივრცე
ნომრების რაოდენობა 2
უძრავი ქონების სტატუსი ძველი აშენებული
პარკირება ეზოს გასწვრივ
აივანი - ვერანდა 15 მ²
სასაწყობე სივრცე 40 მ²
სველი წერტილი 3
სამზარეულოს სივრცე 40 მ²
სართული/სულ 2
ეზოს ფართობი 370 მ²
მარანი 351
უძრავი ქონების დანიშნულება შატო / ღვინის ქარხანა / მარანი

მახასიათებლები

  • კეთილმოწყობილი ეზო
  • ტექნიკა
  • ავეჯი
  • გამწვანებული სივრცე
  • გათბობა-კონდენცირება
  • ინტერნეტი
  • სავენტილიაციო სისტემა
  • დამოუკიდებელი შესასვლელი
  • წყალმომარაგება - შეუზღუდავად
  • ხმაურის იზოლაცია
  • ელ. ენერგია
  • ჭერის სიმაღლე - 3 მ
  • კანალიზაცია
  • შემოღობილი ტერიტორია
  • სათვალთვალო კამერები
  • ბუნებრივი აირი

დამატებითი ინფორმაცია

🏡  იყიდება უნიკალური უძრავი ქონება — ისტორიულ სიღნაღში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში 🍷


მიწის ფართობი: 370 მ². 

შენობა-ნაგებობა: 508 მ².


სახლი აშენებულია 90-იანი წლების ბოლოს, ქვითა და ქართულ აგურში. კაპიტალური, მყარი კონსტრუქციაა. გარე კედლები დაახლოებით 60 სმ სისქისაა, რაც უზრუნველყოფს როგორც თბო-, ისე ხმოვან იზოლაციას. ფასადი განახლებულია სიღნაღის რენოვაციის პროგრამის ფარგლებში და ინარჩუნებს ძველი ქალაქის სტილს.


პირველი სართული — (165 მ²) მოიცავს ღვინის მარანსა და დარბაზს (80 მ²), ღვინის საცავს (20 მ²), ქუჩის ვიტრაჟულ კომერციულ ფართს (25 მ²), სველი წერტილსა და დამხმარე სივრცეებს (40 მ²). სრულად გარემონტებულია და ფუნქციონირებს როგორც ტურისტული და ღვინის დაგემოვნების სივრცე. მარანში განთავსებულია 5 ძველი ქვევრი (~1300 ლ) და 5 ცალი 250-ლიტრიანი ფრანგული მუხის კასრი. ინტერიერი გადაწყვეტილია ძველ ქართულ სტილში — ხე, ქვა, აგური და სიღნაღის პანორამული მხატვრობა კედელზე.

მეორე სართული (240 მ²) დაყოფილია ორ ნაწილად:

პირველი — 60 მ²-იანი აპარტამენტი, ცალკე შესასვლელით, სრულად გარემონტებული და უცხოვრებელი.


მეორე სართული — მესაკუთრის საცხოვრებელი ნაწილი (180 მ²): დიდი მისაღები, დიდი სამზარეულო (40 მ²), სამი საძინებელი, ორი სველი წერტილი და ხის ჩუქურთმებით მოპირკეთებული აივანი 🌿.

მესამე, მანსარდული სართული (23 მ²) წარმოადგენს მყუდრო საძინებელს დიდი ვიტრაჟებით და ულამაზესი ხედებით სიღნაღზე და ალაზნის ველზე 🏞️.


ეზო — საერთო ფართობი 370 მ², მათ შორის 150 მ² თავისუფალი სივრცეა. შემოღობილია ქვითკირის კედლით, მოპირკეთებულია ბაზალტის ქვით, დეკორატიული მცენარეებით, ყვავილნარითა და ძველი ქვევრებით გაფორმებული. ჩაყრილია გარე ქვაბები საერთო მოცულობით ~4 ტონა.


შენობა აღჭურვილია ცენტრალური გათბობის სისტემით, შეყვანილია ყველა კომუნიკაცია. მთლიანად გარემონტებულია, მხოლოდ მსუბუქი კოსმეტიკა სჭირდება მესაკუთრის საცხოვრებელ ნაწილს. აპარტამენტი და ღვინის სივრცეები სრულად ფუნქციურია.

იყიდება ავეჯით, ტექნიკითა და ინვენტარით. იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე ტურისტულ ბიზნესად — კერძო მარნით, კომერციული სივრცითა და გასაქირავებელი აპარტამენტით.


💰 ფასი: 290,000 აშშ დოლარი

📞 +995 592 72 72 47   📞 +995 592 72 72 00


MBG GROUP – ისტორია, სტილი და ინვესტიცია ერთ სივრცეში.