იყიდება სავენახე - საშატოე მიწის ნაკვეთი ნაფარეულში, თელავი

ID 15967 22.10.2026 46093
ფასი შეთანხმებით
ფართობი 200000 მ²
მდინარე ალაზანი
მიკროზონა ნაფარეული
✔ არასასოფლო დანიშნულების
🧯 ბუნებრივი აირი
სასოფლო ტექნიკა ახალი ტრაქტორი მისაბმელებით
💧 სასმელი წყალი
🔁 კანალიზაცია 104
💡 ელ. ენერგია 70 კვტ
💦 სარწყავი სისტემა
შენობა - ნაგებობა 700 მ²
⚡ სამფაზიანი ძაბვა
🌐 ინტერნეტი
➰ სარწყავი არხი
💫 არტენზიული ჭა 11 მ
✔ სასოფლო დანიშნულების
უძრავი ქონების სტატუსი სავენახე - საშატოე
ბიზნესი: შემოსავალი ყურძნის მოსავლიდან - ღვინის რეალიზაციიდან

მახასიათებლები

  • სათვალთვალო კამერები
  • 🌲 გამწვანებული სივრცე
  • 🌆 პანორამული ხედები
  • 🛣 ასფალტის გზა
  • 🧩 შემოღობილი ტერიტორია
  • შეთანხმებული პროექტი
  • დაცვის ოთახი
  • მშენებლობის ნებართვა
  • ტყის მასივი

დამატებითი ინფორმაცია

🏛️  ექსკლუზიური უფლებით გამოტანილია გასაყიდად — 

პრემიუმ კლასის ახალი ღვინის ქარხნის კომპლექსი ნაფარეულში, თავისი უნიკალური მრავალფეროვანი ვენახებით!


📍 ლოკაცია: კახეთი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნაფარეული — ნაფარეულის მიკროზონაში. 

📌 ადგილმდებარეობა: ცენტრალური გზის პირას, ლოპოტისკენ მიმავალ გზაზე, ალაზნის ულამაზეს ველზე, გამწვანებული სივრცეებითა და საქარე ზოლებით გარემოცული


🌿 მიწის ნაკვეთი და ვენახები ჯამში მიწის ფართობი: 20 ჰა. 

გაშენებულია 6 წლის ვენახი  - ევროპული სტანდარტების სრული დაცვით და იდეალურად მოვლილი. 

🍇  ვაზის ჯიშები: 🍇

• საფერავი – 10.5 ჰა. • შავკაპიტო – 1.5 ჰა

• ქისი – 2.5 ჰა.  • გორული მწვანე – 0.5 ჰა.

• ჩინური – 1 ჰა. • მუხა მწვანე (ვარიანული მწვანე) – 1 ჰა. 


🌱 ვენახის ინფრასტრუქტურა:

• ესპანური წარმოების უჟანგავი ლითონის საყრდენი ბოძები

• დამჭიმი მავთულები და სრულყოფილი აქსესუარები

• ტერიტორია მთლიანად შემოღობილია უჟანგავი ფოლადის ღობით

• გზის მხარეს — საფასადე ღობით


💧 სარწყავი სისტემა:

• თანამედროვე, ისრაელის წარმოების წვეთოვანი სისტემა

• 200 ტონიანი უჟანგავი ფოლადის წყლის რეზერვუარი

• 140 მ. სიღრმის საკუთარი ჭაბურღილი

• 70 კვტ. ტრანსფორმატორი — კომფორტული, სტაბილური ენერგომომარაგება.


🏗️ ღვინის ქარხნის ზონა

ტერიტორიის შუაგულში გამოყოფილია 1 ჰა. არასასოფლო მიწა ქარხნისთვის — სრულყოფილი ინდუსტრიული ზონა.


🏢 უკვე აშენებული სენდვიჩ-პანელის შენობა — 700 მ².

• Kingspan-ის 10 სმ. სისქის პრემიუმ სენდვიჩ პანელები

• ორიგინალური წითელი შეფერილობა

• 2 მოძრავი ელექტრო კარი


🍷 დამონტაჟებული უჟანგავი ევროპული ცისტერნები - ავზები: შენახვის საერთო მოცულობა: 200 ტონა 


• ღვინის შესანახი ავზები: • 5 ტონიანი – 6 ცალი

• წითელი ღვინის ფერმენტაცია:  • 10 ტონიანი ცისტერნები – 4 ერთეული.

• აღჭურვილია ავტომატური გაგრილების მართვის პანელით და ცენტრიფუგა პომპით.

• თეთრი ღვინის ფერმენტაცია: • 10 ტონიანი ცისტერნები – 2 ცალი (გაგრილების სისტემით და პომპით)

დამატებითი ჭურჭელი:

• 2 ტონიანი გადასაღები/სასაწყობე ცისტერნები მოძრავი სახურავით.

• 5 ტონიანი გადასაღები ცისტერნები – 2 ცალი.


🏗️ დამხმარე ინფრასტრუქტურა

• მექანიზაციის შენობა • სამეურნეო საწყობი • დაცვის ჯიხურები

• სრულად მოწყობილი ელექტრო და წყალ-კანალიზაციის სისტემები


🚜 ტექნიკა

კომპანიას აქვს უახლესი Claas-ის ფირმის ტრაქტორი, აღჭურვილი ვენახის მოსავლელად საჭირო ყველა მისაბმელით — სრულყოფილი ტექნიკური უზრუნველყოფა.


🌟 განვითარების პოტენციალი — მაღალპროფილური საინვესტიციო ხედვა: 


1️⃣ სრულ მსხმოიარობაში — მიღება პრემიუმ ღვინო  - ვენახის სტაბილური მოვლისა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების გამოყენებით მოსავალი მიაღწევს მინიმუმ - 200 ტონას.

ეს მაჩვენებელი ნიშნავს:

• მაღალი ხარისხის ღვინის მასშტაბურ წარმოებას

• საკუთარი ბრენდის ჩამოყალიბების შესაძლებლობას

• პრემიუმ სეგმენტის თითქმის შეუზღუდავ პოტენციალს (ნაფარეულის მიკროზონა განსაკუთრებით ფასობს)


2️⃣ ტურისტული ნაკადი — ლოპოტას მიმართულება

ქარხანა მდებარეობს ლოპოტას ტბის გზაზე — რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ტურისტულ დერეფანზე.

ეს ქმნის უნიკალურ საინვესტიციო უპირატესობებს:

• მუდმივი მოძრაობა — სტუმრები, ტურისტები, დამსვენებლები

• ღვინის ტურიზმის სწრაფი განვითარება

• პროდუქტების ადგილზევე რეალიზაცია

• ბრენდის ცნობადობის მაქსიმალური ამაღლება სტუმრებისთვის უშუალოდ მარნის სივრცეში.


3️⃣ განვითარების მაღალკლასიანი ხედვა — ღვინო, ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობა - ტერიტორია იდეალურად ერგება მრავალფუნქციურ ბიზნესკონცეფციას.


✨ მომავალი განვითარების მიმართულებები:

• სრულიად მოწყობილი მარანი — ფერმენტაცია, ღვინის დაძველება, ბოთლვა, ბრენდინგი.

• სადეგუსტაციო სივრცე — პრემიუმ ატმოსფერო, საფირმო ღვინოების რიგით.

• Boutique Hotel / Chateau — ფრანგული „შატო“ სტილის კომპლექსი ვენახებს შორის.

• Ethno–Commercial Space — ღია კაფე, რესტორანი, მცირე ღვინის მაღაზია.

• ღვინის ტური & მასტერკლასი — სტუმრების ჩართულობა, ბრენდის გაძლიერება. 

• ღონისძიებების სივრცე —  კორპორაციული პრეზენტაციებით.


🎯 შედეგად მიიღება:

• მრავალპროფილიანი, მაღალშემოსავლიანი კომპლექსი

• ღვინის, ტურისტული და საფინანსო მიმართულებების გაერთიანება ერთ სივრცეში.

• პრემიუმ კლასის საინვესტიციო პროექტი, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს.


📞 დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:


📱 +995 592 72 72 47

📱 +995 592 72 72 00